თურქეთის მაგისტრალურ გაზსადენზე აფეთქება მოხდა

© RIA Novosti . Александр Вильфაფეთქება
აფეთქება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინციდენტი ირანის საზღვართან, ქალაქ დოღუბაიაზითში მოხდა. ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ აფეთქება გაზსადენზე „ქურთების მუშათა პარტიამ“ განახორციელა.

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. თურქეთის აღმოსავლეთით, აღრის პროვინციაში, ირანი-თურქეთის მაგისტრალურ გაზსადენზე აფეთქება მოხდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო Anadolu-ზე დაყრდნობით.
ინციდენტი ირანის საზღვართან, ქალაქ დოღუბაიაზითში მოხდა. დაშავებულები არ არიან. აფეთქების შედეგად ხანძარი გაჩნდა, რომელიც ჩააქრეს.
ბუნებრივი აირის მიწოდება შეჩერებულია. დაწყებულია ავარიის მიზეზების გამოძიება. ხელისუფლება არ გამორიცხავს „ქურთების მუშათა პარტიის“ წევრების მხრიდან შეტევებს, რომლებსაც ამ გაზსადენზე დივერსიები ადრეც განუხორციელებიათ.
აპრილში ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ განაცხადა, რომ ირანს შეუძლია გახდეს თურქეთის ენერგეტიკული უსაფრთხოების გარანტი და სრულად დააკმაყოფილოს მისი მოთხოვნა ბუნებრივ აირსა და ნავთობზე.

ყველა ახალი ამბავი
0