მიწისძვრა იტალიაში - არიან დაშავებულები

© photo: Sputnik / Наталия Шмакова / გადასვლა მედიაბანკშიიტალია
იტალია - Sputnik საქართველო
გამოწერა
იტალიის ცენტრალურ ნაწილში ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები ზედიზედ სამჯერ დაფიქსირდა, სეისმურმა სადგურებმა მათ შუა და შემდეგ მრავალი მცირე მომყოლი ბიძგები აღრიცხეს.

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. გუშინ ცენტრალურ იტალიაში ძლიერი მიწისძვრები მოხდა, რამაც ნაგებობების ნგრევა გამოიწვია, არიან დაშავებულებიც, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
ოფიციალური მონაცემებით, დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

სეისმოგრაფი - Sputnik საქართველო
აღმოსავლეთ საქართველოში მიწისძვრა მოხდა

5,4 მაგნიტუდის სიმძლავრის პირველი მიწისქვეშა ბიძგი ცენტრალურ იტალიაში ადგილობრივი დროით 19:11 (თბილისის დროით 21:11) საათზე დაფიქსირდა. დედამიწის ზედაპირზე რხევები ერთდროულად ოთხ ოლქში დაფიქსირდა — უმბრიაში, ლაციოში, მარკესა და აბრუცოში. მიწისძვრა ნათლად იგრძნობოდა ქვეყნის დიდ ქალაქებში — რომში, ფლორენციაში, აქვილასა და პერუჯაში.

25 წუთის განმავლობაში პირველ ბიძგებს 2,4-დან 2,8 მაგნიტუდამდე სიმძლავრის ოთხი მცირე მომყოლი ბიძგების – აფტერშოკების სერია მოჰყვა.

მოგვიანებით, 21:18 საათზე (23:18 თბილისის დროით) მაჩერატაში ახალი ძლიერი, 5,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამჯერად ბიძგები იტალიის დიდმა ნაწილმა იგრძნო — მილანიდან ნეაპოლამდე.

ეპიცენტრის სიახლოვეს მყოფი მოსახლეობა პანიკამ მოიცვა, რომელთა უმრავლესობამ დატოვა სახლები და ღამის ავტომობილებში გატარება გადაწყვიტა.

დაახლოებით შუაღამისას ცენტრალურ იტალიაში მესამე, 4,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

მთლიანობაში, ოთხშაბათს, საღამოს სხვადასხვა სიძლიერის 60 აფტერშოკი დაფიქსირდა, განაცხადეს სეისმოლოგებმა.

ვანუატუ - Sputnik საქართველო
ვანუატუს სანაპირებთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ამჟამად ვითარება არც თუ „კატასტროფულია“, ჯერჯერობით სტიქიური უბედურების შედეგად არ არის მსხვერპლი და სერიოზულად დაშავებული ადამიანები, თუმცა, ზოგიერთმა მათგანმა დახმარებისთვის მედიკოსებს მიმართა, რადგან პანიკისა და შიშისგან თავი ცუდად იგრძნო, განუცხადა ჟურნალისტებს იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის უფროსმა ფაბრიციო კურჩომ.

მისი თქმით, არის მონაცემები მხოლოდ ერთ დაჭრილზე. მან ტრავმა პირველი მიწისძვრის დროს სახლის ჭერის ჩამონგრევის შედეგად მიიღო. მოგვიანებით ქალაქ ფაბრიანოს მერმა ჯანკარლო საგრამოლამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მისი რვა თანამოქალაქე მსუბუქად დაშავდა და კონტუზია მიიღო.

მოგვიანებით საინფორმაციო სააგენტო Agi-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბავშვი, რომლის ასაკი დაზუსტებული არ არის, მიწისძვრის შედეგად სერიოზულად დაშავდა.

ღამით ასევე ცნობილი გახდა, რომ ინფარქტისგან, რომელიც, დიდი ალბათობით, მიწისძვრისგან მიღებულმა შოკმა გამოიწვია, 73 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. მას ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები სტიქიური უბედურების „პირველ ირიბ მსხვერპლს“ უწოდებენ.

იტალიის სამოქალაქო თავდაცვის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სერიოზული ნგრევები დაფიქსირდა დასახლებულ პუნქტებში ვისო, უსიტა, კასტელანჯელო-სულ-ნერა, კამერინო და სხვა.

გარდა ამისა, მარკეს ოლქის ხელმძღვანელმა ლუკა ჩერიშიოლიმ „ფეისბუქის“ თავის გვერდზე განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ტოლენტინოში, მატელიკასა და ჩინგოლიში სამი საავადმყოფოს ევაკუირების გადაწყვეტილება მიიღო. პაციენტები მკურნალობას სხვა დასახლებულ პუნქტებში განაგრძობენ.

ყველა ახალი ამბავი
0