ავიაკატასტროფა მალტაში: დაიღუპნენ ევროკავშირის სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლები

© Flickr/ BjörnMetroliner
Metroliner - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხუთივე ადამიანი, რომლებიც ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპნენ, საფრანგეთის მოქალაქე იყო.

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. მსუბუქძრავიანი თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც, სავარაუდოდ, ევროკავშირის სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ, მალტაში ჩამოვარდა, გარდაცვლილია ხუთი ადამიანი, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“ გაზეთ Times of Malta-ზე დაყრდნობით.

წყაროს ინფორმაციით, ლუქსემბურგული თვითმფრინავი იჯარით Frontex-ის თანამშრომლებისთვის (ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტო) იყო გადაცემული.

თუმცა, სააგენტოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული თვითმფრინავით მათ თანამშრომლებს არ უსარგებლიათ.

გამოცემის თანახმად, თვითმფრინავმა Metroliner-მა კატასტროფა მალტის აეროპორტში აფრენიდან რამდენიმე წუთში განიცადა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თვითმფრინავი რეისს  ლიბიის მისრატის მიმართულებით ახორციელებდა. 

თვითმხილველების განცხადებით, ავიაკატასტროფა ერთ-ერთი ადგილობრივი სამხედრო დანაყოფიდან 10 მეტრში მოხდა. 

მომხდარი ფაქტის შედეგად ბორტზე მყოფი ადამიანების გარდა არავინ დაზარალებულა.

ყველა ახალი ამბავი
0