ჯიმ კერის გარდაცვლილი შეყვარებულის დედა ქალიშვილის სიკვდილში სდებს ბრალს

© TW/Jim Carreyჯიმ კერი
ჯიმ კერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსახიობმა სასამართლოში ასევე წარადგინა დოკუმენტაცია, რომელშიც კატრიონის დედის სარჩელს „კატეგორიულ სიცრუეზე დაფუძნებულ შანტაჟს“ უწოდებს.

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. მსახიობმა ჯიმ კერიმ განაცხადა, რომ მისი გარდაცვლილი შეყვარებულის დედის სარჩელი სხვა არაფერია, თუ არა სიცრუეზე დაფუძნებული შანტაჟი, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ჟურნალ Us Weekly-ზე დაყრდნობით.

ჯიმ კერის მეგობარმა ქალმა კატრიონ უაითმა  გასული წლის სექტემბერში მოიკლა თავი. მისმა დედამ ბრიჯიტ სუიტმანმა ლოს-ანჯელესის სასამართლოს მიმართა სარჩელით, რომელშიც  მსახიობს კატრიონის სიკვდილში სდებს ბრალს და აცხადებს, რომ მისი ქალიშვილი სწორედ კერის კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გამო დაიღუპა.

სუიტმანი ირწმუნება, რომ კატრიონი იმ არალეგალური სამკურნალო პრეპარატების გადაჭარბებულმა დოზამ მოკლა, რომლებიც ჯიმ კერიმ უშოვა.

სუიტმანის სარჩელის პასუხად, მსახიობმა, რომელმაც მძიმედ გადაიტანა საყვარელი ქალის სიკვდილი, სასამართლოში ასევე წარადგინა დოკუმენტაცია, რომელშიც კატრიონის დედის სარჩელს „კატეგორიულ სიცრუეზე დაფუძნებულ შანტაჟს“ უწოდებს.

​„უაითის თვითმკვლელობა ტრაგედიაა, მაგრამ ეს მისი არჩევანი იყო. მტკიცებულებები, რომ უაითმა თავად მოპარა კერის რეცეპტით გამოწერილი პრეპარატები და შეგნებულად მიიღო მათი ჭარბი დოზა თვითმკვლელობის მიზნით, ურყევია“, — ნათქვამია მსახიობის ადვოკატების მიერ წარდგენილ დოკუმენტებში.

მანამდე კიდევ ერთი მსგავსი სარჩელი მსახიობის წინააღმდეგ ამერიკის სასამართლოში უაითის მეუღლემ, მარკ ბერტონმაც შეიტანა. ის ირწმუნებოდა, რომ სწორედ ჯიმ  კერი ამარაგებდა მის მეუღლეს პრეპარატებით.

კერიმ ბრალდებებს „საშინლად სამარცხვინო“ უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ „ადამიანები ოდესმე შეეშვებიან მომხდარიდან სარგებლის მიღების მცდელობას“.

შეგახსენებთ: გასული წლის სექტემბერში პოლიციამ კატრიონ უაითის ცხედარი მის სახლში იპოვეს. მას მედიკამენტების ჭარბი დოზა ჰქონდა მიღებული. მაშინ მედია წერდა, რომ ჯიმ კერიმ შეყვარებულთან სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე გაწყვიტა ურთიერთობა. იმ მომენტისთვის კატრიონი მარკ ბერტონის ოფიციალური მეუღლე გახლდათ.

ყველა ახალი ამბავი
0