მოზეიმე სტუდენტებმა საფრანგეთში აივანი ჩაანგრიეს

© Flickr / Hartlepool Collegeსასწრაფო დახმარების თანამშრომლები საფრანგეთში, საარქივო ფოტო
სასწრაფო დახმარების თანამშრომლები საფრანგეთში, საარქივო ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალმოსახლეობის ზეიმისას მრავალსართულიან სახლში აივნის ჩამოშლის გამო 15 სტუდენტი დაშავდა.

თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა  და კიდევ 11-მა მრავლობითი ჭრილობები მიიღო აივნის ჩამოშლის შედეგად საცხოვრებელ სახლში საფრანგეთის დასავლეთით, იტყობინება РИА Новости  სააგენტო Ouest-France-ზე დაყრდნობით. 

გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ ანჟეს ცენტრში მენისა და ლუარას დეპარტამენტში მოხდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ნგრევისას, მეოთხე სართულზე მდებარე სახლის აივანზე 15 ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც ახალმოსახლეობას აღნიშნავდნენ. 

ასევე ჩამოინგრა მესამე და მეორე სართულის აივნები. კონსტრუქცია სახლის შიდა ეზოში ჩაინგრა.

შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მივიდა სახანძრო და პოლიცია. შემთხვევაზე დაწყებულია გამოძიება. 

საცხოვრებელი სახლი 2000 წელს არის აშენებული.  


ყველა ახალი ამბავი
0