სარკოზი: რუსეთის მიმართ ოლანდის პოზიცია უპასუხისმგებლოა

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშინიკოლა სარკოზი
ნიკოლა სარკოზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სირიაში ვითარება არ მოგვარდება, თუ ოლანდსა და პუტინს შორის ურთიერთობა მხოლოდ წერილობითი განცხადებებით შემოიფარგლება.

თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ძლიერი ოპოზიციური პარტია „რესპუბლიკელების“ ლიდერმა ნიკოლა სარკოზიმ ხაზი გაუსვა საფრანგეთისა და რუსეთის მეთაურების ღია დიალოგის მნიშვნელობას. პარიზში პუტინის ვიზიტის გაუქმების შემდეგ რუსეთის მიმართ ფრანსუა ოლანდის პოზიციას მან „უპასუხისმგებლო“ უწოდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „ფრანს–პრესზე“ დაყრდნობით.

„ვწუხვარ იმ პოლიტიკის გამო, რომელიც რუსეთის მიმართ მუდმივად ტარდება. მე უთანხმოება მაქვს ბატონ პუტინთან, მაგრამ მიმაჩნია, რომ რუსეთთან დიალოგის წარმოება საფრანგეთისა და ევროპის ინტერესებშია“, — განაცხადა სარკოზიმ.

ექს-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სირიაში ვითარების მოგვარება შეუძლებელი იქნება, თუ ლიდერებს ერთმანეთთან ურთიერთობა მხოლოდ წერილობითი განცხადებებით ექნებათ — საჭიროა ღია დიალოგი.

ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო
პუტინმა პარიზში ვიზიტი გააუქმა

„დიპლომატიური ბრძოლის რეალობა იმგვარია, რომ აუცილებელია დისკუსია, შეხების წერტილების პოვნა. ვიზიტის გაუქმება — ეს ძალიან ცუდია“, — განაცხადა სარკოზიმ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, პროგრამიდან ზოგიერთი ღონისძიების ამოღების გამო, პარიზში ვიზიტის გაუქმება გადაწყვიტა. ამავე დროს, რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინი მზადაა, განიხილოს საფრანგეთში ვიზიტის შესაძლებლობა იმ ვადებში, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდისთვის კომფორტული იქნება. ოლანდმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ მზად იყო სირიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ეწარმოებინა, მაგრამ სხვა ღონისძიებებში მონაწილეობას არ აპირებს. მან ასევე აღნიშნა, რომ ვიზიტის გაუქმება რუსეთთან დისკუსიისთვის სხვა შესაძლებლობების გამოყენებას ხელს არ უშლის.

ყველა ახალი ამბავი
0