სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესია იწყება

© PACE official websiteევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპის საბჭოს საპარლამენტოს ასამბლეის სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საფრანგეთის პრეზიდენტი, გერმანიისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. სტრასბურგში ორშაბათს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესია დაიწყო, აღნიშნულია სტრუქტურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

სესიის მიმდინარეობისას განიხილავენ ვითარებას თურქეთში, კრიზისს უკრაინაში, მის შესაძლო შედეგებს. დეპუტატებს სიტყვით მიმართავენ საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ. ასევე მოხსენებით გამოვა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ტომას ბახი.

სესია მუშაობას 14 ოქტომბერს დაასრულებს.

ყველა ახალი ამბავი
0