შვედეთის ქალაქ მალმეს ცენტრში მძლავრი აფეთქება მოხდა

© photo: Sputnik / Alexey Filippov / გადასვლა მედიაბანკშიშვედეთი
შვედეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადამიანები არ დაშავებულან, მაგრამ შენობა, რომლის სიახლოვესაც აფეთქება მოხდა, ძლიერ დაზიანდა.

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. შვედეთის ქალაქ მალმეში, კლუბ Babel-თან ამ ღამით ძლიერი აფეთქება მოხდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ შვედურ გაზეთ Sydsvenskan-ზე დაყრდნობით.

გაზეთის ცნობით, აფეთქების ხმა ადგილობრივი დროით დაახლოებით 01:30 (თბილისის დროით 03:30) საათზე გაისმა.

„რაღაც ტიპის აფეთქება იყო, რამაც, როგორც ჩანს, შენობის დიდი დაზიანება გამოიწვია. რამდენადაც ცნობილია, ადამიანებს შორის დაშავებულები არ არიან“, — განუცხადა გამოცემას პოლიციის მორიგე მარტინ კარლსონმა.

ასაფეთქებელი მოწყობილობა უცნობმა პირებმა კლუბის შესასვლელ კართან დადეს. ამ დროს კლუბი უკვე დაკეტილი იყო. შედეგად დაზიანდა არა მხოლოდ კარი, არამედ მეორე სართულის ფანჯრებიც. აფეთქების ხმა ისეთი ძლიერი იყო, რომ ამან მეზობელი კვარტლების მოსახლეობა გააღვიძა, იუწყება გამოცემა.

პოლიციას ეჭვმიტანილები ჯერ არ ჰყავს. ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ.

ყველა ახალი ამბავი
0