ამერიკაში აფეთქებაში ეჭვმიტანილის დაკავებისას პოლიციელები დაიჭრნენ

© AP Photo / Kevin D. Lilesამერიკელი პოლიციელები
ამერიკელი პოლიციელები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპასუხო სროლისას ეჭვმიტანილი მამაკაციც დაიჭრა, სავარაუდოდ, მხარში, რის შემდეგაც ის დააკავეს.

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსიში მომხდარ აფეთქებებშიეჭვმიტანილების დაკავებისას ორი პოლიციელი დაიჭრა, იუწყება ტელეარხი CNN ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ პოლიციელს ხელში მოხვდა ტყვია, მეორე კი ჯავშანჟილეტმა იხსნა. ეჭვმიტანილმა სამართალდამცავებს ცეცხლი მაშინ გაუხსნა, როდესაც ისინი მის მანქანას მიუახლოვდნენ. საპასუხო სროლისას ეჭვმიტანილი მამაკაციც დაიჭრა, სავარაუდოდ, მხარში, რის შემდეგაც ის დააკავეს.

შეგახსენებთ: შაბათს მანჰეტენზე აფეთქება მოხდა, რა დროსაც 29 ადამიანი დაშავდა. ერთი დღის შემდეგ თვითნაკეთი ბომბებით სავსე პაკეტი აღმოაჩინეს ნიუ-ჯერსიში, რომელიც გამნაღმველი რობოტის მუშაობის პროცესში აფეთქდა.

ყველა ახალი ამბავი
0