თურქეთში პოლიციის შენობა ააფეთქეს

© photo: AFP 2020 / BULENT KILICსასწრაფო დახმარება, თურქეთი
სასწრაფო დახმარება, თურქეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წინასწარი მონაცემებით, აფეთქდა დანაღმული ავტომობილი.

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. ქალაქ ჯიზრეს პოლიციის სამმართველოს შენობა მძლავრი აფეთქების შედეგად დაინგრა, იუწყება სააგენტო РИА Новости თურქულ ტელეარხ NTV-ზე დაყრდნობით. 

საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
საგარეო უწყება თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

თურქული მასმედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფეთქებამ, რომელიც თბილისის დროით დაახლოებით დილის 08:00 საათზე მოხდა პოლიციის შენობიდან 50 მეტრის დაშორებით გზაზე მოწყობილ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე, 9 ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო 64 ადამიანი დაშავდა.

წინასწარი მონაცემებით, აფეთქდა დანაღმული ავტომობილი.

აფეთქების ორგანიზებაში ეჭვმიტანილად კვლავ „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ ასახელებენ.

არსებული მონაცემებით, ამ აფეთქებას მოჰყვა ახალი, შედარებით მცირე სიმძლავრის აფეთქებები იარაღის საწყობში, რომელიც იმავე ქუჩაზე მდებარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0