თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. რამდენიმე შეიარაღებული დაჯგუფების ბოევიკები, რომელთა ავტობუსიც სირია-თურქეთის საზღვარზე ააფეთქეს, თურქეთში სამკურნალოდ და დასასვენებლად სირიის არმის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შემდეგ მიდიოდნენ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ მოლაშქრეების სარდლობასთან დაახლოებულ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.
კვირას, საღამოს ცნობილი გახდა, რომ ბოევიკებით სავსე ავტობუსი სირია-თურქეთის საზღვარზე, პროვინცია იდლიბში ააფეთქეს. მოკლულია 30-ზე მეტი ადამიანი, დაჭრილია 50.
წყაროს ინფორმაციით, ავტობუსი საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე უკვე თურქულ მხარეს ააფეთქეს. მოლაშქრეების წარმომადგენლის განცხადებით, ეს თვითმკვლელი არ ყოფილა — ავტობუსი ან მანამდე იყო დანაღმული, ან გზაზე დანაღმეს.
„ვინ და რატომ ააფეთქა ტერორისტებით სავსე ავტობუსი, ჩვენთვის უცნობია. შესაძლოა, ეს იდლიბში ტერორისტულ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირების შედეგია“, — დასძინა ანონიმურმა წყარომ.