ჩინელი მეცნიერები ახალი თაობის ექსაფლოპსური სუპერკომპიუტერის შექმნაზე მუშაობენ

© FL/ GBPublic_PRსუპერკომპიუტერი
სუპერკომპიუტერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსაფლოპსური კომპიუტერი — მოწყობილობა, რომელსაც ერთ წამში მილიარდჯერ მილიარდი ოპერაციის ჩატარება შეუძლია მოცურავე მძიმის მქონე რიცხვებზე.

თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. ჩინელი სწავლულები ახალი თაობის სუპერკომპიუტერის შექმნას შეუდგნენ, რომელიც ერთ წამში კვინტილიონ გამოთვლით ოპერაციას ჩაატარებს, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „სინხუაზე“ დაყრდნობით.

ქალაქ ტიანძინის სუპერკომპიუტერული გამოთვლების სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელის მენ სიანფეის თქმით, ცენტრი სუპერმძლავრი გამომთვლელი მანქანის შექმნაზე თავდაცვითი ტექნოლოგიების ეროვნულ უნივერსიტეტთან ერთად მუშაობს. მეცნიერების მიზანია 2020 წლისთვის ექსაფლოპსური კომპიუტერის შექმნა, რომელიც ერთ წამში კვინტილიონი გამოთვლითი ოპერაციის ჩატარებას შეძლებს. 

შენიშვნა: ფლოპსი — კომპიუტერების წარმადობის საზომი ერთეული;

ექსაფლოპსური კომპიუტერი — მოწყობილობა, რომელსაც ერთ წამში მილიარდჯერ მილიარდი (1018) ოპერაციის ჩატარება შეუძლია მოცურავე მძიმის მქონე რიცხვებზე.

ყველა ახალი ამბავი
0