გვატემალის ციხეში ბუნტის დროს 24 წლის არგენტინელი მოდელი მოკლეს

© photo: Sputnik / Ivan Rudnev / გადასვლა მედიაბანკშიკოლონია
კოლონია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გვატემალის მკაცრი რეჟიმის ციხეში გუშინ მომხდარ ბუნტს 24 წლის არგენტინელი მოდელი ჯოანა ბირიელი ემსხვერპლა.

თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. გვატემალის ერთ-ერთ გამოსასწორებელ დაწესებულებაში ბუნტის დროს 13 ადამიანი დაიღუპა. მათ შორისაა 24 წლის არგენტინელი მოდელი და გარემოს დამცველი ჯოანა ბირიელი, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ პორტალ La Nacion-ზე დაყრდნობით.

თავდასხმა, რომელშიც 25 პატიმარი მონაწილეობდა, მნახველებთან პატიმრების შეხვედრის დროს მოხდა. ჯოანა ერთ-ერთი პატიმრის სანახავად იმყოფებოდა.

 

ბუნტის დროს სულ 13 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ქვეყნის ყველაზე „ავტორიტეტული“ პატიმარი, კაპიტანი ბაირონ ლიმა ოლივა, რომელიც გვატემალელი მღვდლისა და უფლებადამცველის ხუან ხერარდის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. შეიარაღებული ბუნტის მიზეზი ციხეში გავლენის სფეროების გადანაწილება გახდა.

24 წლის არგენტინელი მოდელი, გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ლიმას ხვდებოდა ციხეში. ის მასთან თვეში ერთხელ მიდიოდა. მოკლულის ძმის განცხადებით, ბირიელი პატიმრებთან გარემოს დაცვის პროექტის რეალიზების საკითხში თანამშრომლობდა. არგენტინელი გვატემალაში საცხოვრებლად 2011 წელს გადავიდა.

ყველა ახალი ამბავი
0