ექსპერტები: ისლამური სახელმწიფოს კერებმა ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში გადაინაცვლეს

© Wikipedia / VOA"ისლამური სახელმწიფოს" დროშა
ისლამური სახელმწიფოს დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში „ისლამური სახელმწიფოს“ სააგიტაციო მუშაობისთვის სოციალური წინაპირობები და სპეციალურად მომზადებული კონტინგენტი არსებობს. ბოლო დროს ტერორისტების დაკავებები სპეცსამსახურების გაძლიერებულ მუშაობაზე მეტყველებს.

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. რუსეთი ისევე, როგორც მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყანა, ტერორისტული აქტიურობის გაძლიერებისგან დაზღვეული არ არის, თუმცა ძალოვანმა სტრუქტურებმა უსაფრთხოების აუცილებელ ზომებს უკვე მიმართეს, განაცხადეს ექსპერტებმა ცენტრალური აზიის მკვიდრი პირების დაკავებაზე კომენტარისას, რომლებიც მოსკოვში სამაისო დღესასწაულებზე ტერაქტს ამზადებდნენ, იუწყება „Sputnik უზბეკეთი“.

საფრთხე ცენტრალური აზიიდან 

სირიაში რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების წარმატებული ოპერაციის შემდეგ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ზეგავლენის გავრცელების ძირითადმა წერტილებმა ჩრდილოეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ტერიტორიებზე გადაინაცლა. პოლიტიკური ინფორმაციის ცენტრის დირექტორის ალექსეი მუხინის განცხადებით, ამ რეგიონებში სააგიტაციო სამუშაოსთვის შედარებით ხელსაყრელი კონიუნქტურა არსებობს.

„თუ ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის რეგიონებში არის აუდიტორია, რომელთანაც მათ მუშაობა და თავის რიგებში ახალი წევრების რეკრუტირება შეუძლიათ, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ამისთვის უკვე არის არა მხოლოდ სოციალური წინაპირობები, არამედ სპეციალურად მომზადებული კონტინგენტიც“, — აღნიშნა ექსპერტმა უსაფრთხოების საკითხებში. 

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები - Sputnik საქართველო
რუსეთში დააკავეს პირები, რომლებიც მოსკოვის რეგიონში ტერაქტების სერიას ამზადებდნენ

მუხინის აზრით, სწორედ ამიტომ ცენტრალური აზიიდან და ჩრდილოეთ კავკასიიდან გამოსული ადამიანები არიან ფიგურები, რომლებზეცაა მიმართული რუსული სპეცამსახურების ძალისხმევა და ყურადღება.

სპეცქვედანაყოფ „ალფას“ ვეტერანი სერგეი გონჩაროვი ასევე დარწმუნებულია, რომ ტერორისტების გააქტიურება ბოევიკების სირიიდან დაბრუნებას უკავშირდება, თუმცა, მისი აზრით, ძირითადი საფრთხე მაინც ცენტრალური აზიიდან მომდინარეობს.

„რუსეთისა და დსთ-ის ქვეყნების ბევრი მოქალაქე იბრძოდა „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეს, ახლა ბოევიკები ბრძოლის ველს ტოვებენ. ისინი სხვა ქვეყნებში კი არ მიდიან, არამედ სამშობლოში ბრუნდებიან. ამ ვითარებაში ტერორისტების მოძებნისა და შეპყრობის კუთხით გაძლიერებული მუშაობა იმაზე მიუთითებს, რომ ისინი გააქტიურდნენ. ვითარება, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში ყალიბდება, შეშფოთებას იწვევს“, — აღნიშნა გონჩაროვმა.

პანიკის მიზეზები არ არსებობს

პოლიციის მონაცემებით, ცენტრალური აზიის დაკავებული მოქალაქეები რუსეთის ტერიტორიაზე კანონიერად იმყოფებოდნენ და რეგისტრაციის ყველა აუცილებელი დოკუმენტი ჰქონდათ. ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ რუსეთში მიგრაციული კონტროლის სისტემა დამაკმაყოფილებლად მუშაობს. მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ პოტენციური ტერორისტების უმრავლესობას ყველა აუცილებელი მოწმობა და სარეგისტრაციო დოკუმენტი აქვთ, განაცხადა მუხინმა და პარიზის ნოემბრის ტერაქტები გაიხსენა.

„უსაფრთხოების ზომების გაძლიერება საშტატო იქნება. ყურადღება და კონტროლი უკვე მიყვანილია აუცილებელ დონემდე, მაგრამ ყველაზე ეჭვის მიტანასა და ყველასთვის აკრძალვის დაწესებას არავინ დაიწყებს. სავიზო რეჟიმის დაწესებასაც არავინ აპირებს. ამ სიტუაციიდან საბოლოოდ დაზღვეული, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ვიყოთ. პრაქტიკა აჩვენებს, რომ პოტენციური ტერორისტების უმრავლესობას ყველა აუცილებელი მოწმობა და სარეგისტრაციო დოკუმენტი აქვთ“, — განაცხადა ექსპერტმა.

რუსეთის შსს-ს თანამშრომლები - Sputnik საქართველო
რუსეთში ტერორისტების ხელშეწყობა შეიძლება ტერაქტის განხორციელებას გაუტოლდეს

სერგეი გონჩაროვი, თავის მხრივ, დარწმუნებულია, რომ ამჟამად ვითარება სერიოზულია, თუმცა რუსული სპეცსამსახურები მზად არიან, ყველაფერი გააკეთონ, რათა ტერორისტებმა სამაისო დღესასწაულები ვერ ჩაშალონ.

„უშიშროებისა და შსს-ს მიერ ბოლოდ დროს განხორცილებული დაკავებები იმ პირებისა, რომლებიც ტერაქტებს ამზადებდნენ, ადასტურებს, რომ ვითარება სერიოზულია, მაგრამ სპეცსამსახურები ამისთვის მზად არიან. ყველას მშვენივრად ესმის, რომ გამარჯვების დღე ჩვენი ქვეყნისთვის დიდი დღესასწაულია. დარწმუნებული ვარ, რომ სამართალდამცავი ორგანოები ყველაფერს გააკეთებენ, რომ მისი ჩაშლის უფლება არავის მისცენ“, — დაასკვნა მან.

ოთხშაბათს ცნილი გახდა, რომ დააკავეს ჯგუფი, რომელშიც ცენტრალური აზიის ქვეყნების მკვიდრი პირები შედიოდნენ. უშიშროების სამსახურის მონაცემებით, ისინი ტერაქტების მოწყობას სირიისა და თურქეთის საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების მეთაურების დავალებით გეგმავდნენ. კერძოდ, ტერორისტებს შეეძლოთ, სამაისო დღესასწაულების დღეებში მასობრივი სეირნობის ადგილებში ხალხისთვის ცეცხლი გაეხსნათ. დაკავებულთა ვინაობა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით არ სახელდება. 

ყველა ახალი ამბავი
0