თურქეთში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა

© AP Photo / Lefteris Pitarakisთურქი პოლიციელები, არქივის ფოტო
თურქი პოლიციელები, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყნის გენერალური შტაბის განცხადებით, აფეთქება „ქურთისტანის მუშათა პარტიამ“ მოაწყო.

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. ერთი სამხედრო დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად, რომელიც დერიქის რაიონში, ჟანდარმერიის პოსტთან მოხდა. ქვეყნის გენერალური შტაბის განცხადებით, აფეთქება „ქურთისტანის მუშათა პარტიამ“ მოაწყო.

„დერიქში, ჟანდარმერიის პოსტთან, სადაც სამხედრო მოსამსახურეების საერთო საცხოვრებელიც მდებარეობს, 4 მაისს სეპარატისტულ–ტერორისტული ორგანიზაციის წევრებმა დანაღმული ავტომობილი ააფეთქეს. შედეგად დაიღუპა ერთი სამხედრო, ხოლო ხუთი დაიჭრა“, — ნათქვამია თურქეთის სამხედრო უწყების განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0