სიმონიანი: თურქეთში სიტყვის თავისუფლება აღარ არსებობს

© photo: Sputnik / Vadim Trefilovმარგარიტა სიმონიანი
მარგარიტა სიმონიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სააგენტო Sputnik-ის მთავარი რედაქტორის მარგარიტა სიმონიანის თქმით, თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, შეზღუდოს Sputnik-ზე წვდომა, ქვეყანაში მკაცრი ცენზურის მორიგი აქტია, სადაც სიტყვის თავისუფლების საკითხი აღარ დგას.

თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. სააგენტო Sputnik–ის მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი საიტის დაბლოკვასთან დაკავშირებით თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების არარსებობასა და ცენზურის გაჩენას უკავშირებს.

Sputnik - Sputnik საქართველო
თურქეთში სააგენტო Sputnik–ის ვებ-გვერდი დაბლოკეს

„თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, შეზღუდოს ჩვენ Sputnik–ზე წვდომა, ქვეყანაში მკაცრი ცენზურის მორიგი აქტია, სადაც სიტყვის თავისუფლების საკითხი აღარც დგას. ის, უბრალოდ, არ არსებობს. განსაკუთრებით აბსურდულია ეს გადაწყვეტილება იმის ფონზე, რომ რამდენიმე დღის წინ Sputnik–ს თურქეთის ჟურნალისტთა კავშირმა ჯილდო გადასცა“, — განაცხადა სიმონიანმა.  
სააგენტო Sputnik–ის საიტი თურქეთში ხუთშაბათს, საღამოს დაიბლოკა. ახალი ამბების სააგენტოს გვერდზე შესვლისას ჩნდება წარწერა, რომელიც ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული ზომების გატარების თაობაზე იუწყება.

„Sputnik-თურქეთის“ მთავარი რედაქტორის თურალ ქერიმოვის თქმით, თურქეთის ტელეკომუნიკაციებისა და კავშირის სამმართველომ (TIB) დაადასტურა საიტის დაბლოკვა, თუმცა არანაირი ახსნა–განმარტება არ გაუკეთებია.

ქერიმოვის თქმით, ამ დროისთვის წარმომადგენლობა დეტალური ინფორმაციის ოფიციალურად გამოთხოვითაა დაკავებული. TIB–ში სააგენტო РИА Новости–ს განუცხადეს, რომ საიტ Sputnik–ის დაბლოკვა დროებითია, საბოლოო გადაწყვეტილებას კი სასამართლო მიიღებს.

ყველა ახალი ამბავი
0