22:09 08 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
დათოვლილი გზა

საქართველოდან თურქეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე თოვს - დაწესებულია შეზღუდვები

© FB / Департамент автодорог
ამინდი
მოკლე ბმულის მიღება
36 0 0

ძლიერი თოვლის გამო შეზღუდვებია ტრანსპორტი გადაადგილებაზე ახალქალაქი-კარწახის და კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის ავტომაგისტრალებზე.

თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. ძლიერი თოვლის, ლიპყინულისა და შეზღუდული ხილვადობის გამო საქართველოდან თურქეთის საზღვრისაკენ მიმავალ ავტომაგისტრალზე მოძრაობა შეზღუდულია — იტყობინება საავტომობილო გზების დეპარტამენტი. 

ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36 მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტენსიური თოვის გამო, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე (ნარდევანი–ფარავანი) კმ94–კმ110, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის  მოძრაობა  თავისუფალია.

ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია  ორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის 31-62 კილომეტრზე. 

 

მთავარი თემები