22:06 08 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზა

ზემო ლარსი დღეს: თოვლი და ლიპყინული

© FB / Департамент автодорог
ამინდი
მოკლე ბმულის მიღება
47 0 0

საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

თბილისი, 1 დეკემბერი- Sputnik. საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა თოვლისა და ლიპყინულის გამო შეზღუდულია, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტი ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

გუდაური–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

 

 

მთავარი თემები