ამინდი: თბილისში 21 გრადუსამდე დათბება

© Sputnik / Alexander Imedashviliძველი თბილისი
ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უქმეებზე ამინდი, ძირითადად თბილი და უნალექო იქნება, ჰაერის ტემპერატურა კი დედაქალაქში 21 გრადუსამდე გათბება.

11 ნოემბერი, პარასკევი

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ძირითადად  იქნება უნალექო ამინდი ცვალებადი მოღრუბლულობით. ქარის სიჩქარე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე წამში 10-15 მეტრს მიაღწევს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 10-15 გრადუსი სითბო, დღისით — 17-22; მაღალ მთაში ღამით 0-პლუს 5, ხოლო დღისით — 10-15 გრადუსი სითბო იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით 3-8 გრადუსი სითბო, დღისით — 18-23 გრადუსი სითბო იქნება. სინოპტიკოსები მაღალ მთაში ღამით მინუს 4 პლუს 1 გრადუსს, ხოლო დღისით — 11-16 გრადუს სითბოს პროგნოზირებენ.

თბილისში დღე უნალექოდ ჩაივლის, მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამით პლუს 7, ხოლო დღისით — 21 გრადუსი სითბო იქნება.

12 ნოემბერი, შაბათი

დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროდადრო ღრუბლიანობა, ზოგიერთ რაიონში — მცირე წვიმა. აღმოსავლეთ საქართველოშიც ღრუბლიანი, მაგრამ ძირითადად უნალექო ამინდი იქნება. ქარის სიჩქარე მთელი ქვეყნის მასშტაბით წამში 10-15 მეტრი იქნება.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 8-13 გრადუსი სითბო, დღისით — 16-21; მაღალ მთაში ღამით 0-პლუს 5, ხოლო დღისით — 8-13 გრადუსი სითბო იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით 2-7 გრადუსი სითბო, დღისით — 16-21 გრადუსი სითბო იქნება. მაღალ მთაში ღამით მინუს 4 პლუს 1 გრადუსი, ხოლო დღისით — 9-14 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.

თბილისში დღე უმთავრესად, უნალექოდ ჩაივლის, დროდადრო მოიღრუბლება. ღამით მოსალოდნელია 6, ხოლო დღისით — 20 გრადუსი სითბო.

13 ნოემბერი, კვირა

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში იქნება ძირითადად უნალექო ამინდი ცვალებადი მოღრუბლულობით. ქარის სიჩქარე დასავლეთ საქართველოში წამში 17-22 მეტრამდე გაძლიერდება.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 8-13 გრადუსი სითბო, დღისით — 20-25; მაღალ მთაში ღამით მინუს 2-პლუს 3, ხოლო დღისით — 10-15 გრადუსი სითბო იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით 2-7 გრადუსი სითბო, დღისით — 13-18 გრადუსი სითბო იქნება. მაღალ მთაში ღამით მინუს 5-0 გრადუსი, ხოლო დღისით — 9-14 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.

თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, დროდადრო — ღრუბლიანი ამინდი იქნება. ღამით იქნება 6, ხოლო დღისით — 15 გრადუსი სითბო.

ყველა ახალი ამბავი
0