8 ნოემბერი, სამშაბათი
როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ცვალებადი მოღრუბლულობა, თუმცა, უნალექო ამინდია მოსალოდნელი. აღმოსავლეთში, მათ შორის, თბილისში, სუსტი ქარი იქროლებს, დასავლეთში კი სიჩქარე წამში 10-15 მეტრს მიაღწევს.
დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 7-12 გრადუსი სითბო, დღისით — 19-24; მაღალ მთაში ღამით მინუს 4, ხოლო დღისით — 8-13 გრადუსი სითბო იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით 0-5 გრადუსი სითბო, დღისით — 14-19 გრადუსი სითბო იქნება. სინოპტიკოსები მაღალ მთაში ღამით 7-2 გრადუს ყინვას, ხოლო დღისით — 7-12 გრადუსი სითბოს პროგნოზირებენ.
თბილისში დღე უნალექოდ ჩაივლის. ღამით პლუს 5, ხოლო დღისით — 18 გრადუსი სითბო იქნება.
9 ნოემბერი, ოთხშაბათი
როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება ცვალებადი მოღრუბლულობით. ქარის სიჩქარე დასავლეთში წამში 10-15 მეტრს მიაღწევს, ხოლო აღმოსავლეთში და მათ შორის თბილისში — სუსტი ქარი იქროლებს.
დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 9-14 გრადუსი სითბო, დღისით — 21-26; მაღალ მთაში ღამით მინუს 4 — პლუს 1, ხოლო დღისით — 11-16 გრადუსი სითბო.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით 1-6 გრადუსი სითბო, დღისით — 16-21 გრადუსი სითბო იქნება; მაღალ მთაში ღამით 7-2 გრადუსი ყინვა, ხოლო დღისით — 7-12 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.
თბილისში, ძირითადად, უნალექო ამინდი იქნება, ღამით ჰაერი 5, ხოლო დღისით — 20 გრადუსამდე გათბება.
10 ნოემბერი, ხუთშაბათი
როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, ძირითადად, უნალექო ამინდი იქნება ცვალებადი მოღრუბლულობით. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრს, დროდადრო კი — 17-22 მეტრს მიაღწევს.
დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია11-16 გრადუსი სითბო, დღისით — 23-28; მაღალ მთაში ღამით 0 — პლუს 1, ხოლო დღისით — 12-17 გრადუსი სითბო.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში იქნება ღამით 4-9 გრადუსი სითბო, დღისით — 16-21 გრადუსი სითბო; მაღალ მთაში ღამით 1 — პლუს 4 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით — 10-15 გრადუსი სითბო.
თბილისში, ძირითადად,უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ცვალებადი მოღრუბლულობით. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება; ჰაერი ღამით 8, ხოლო დღისით — 20 გრადუსამდე გათბება.