ამინდი საქართველოში: 4-6 ნოემბერი

© nnm.meშემოდგომა
შემოდგომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში უქმეებზე, ძირითადად, უნალექო ამინდი იქნება, აცხადებენ გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოში.

4 ნოემბერი, პარასკევი
როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ქარის სიძლიერე წამში 10-15 მეტრი იქნება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით 5-10 გრადუსი სითბო, დღისით — 15-20 გრადუსია მოსალოდნელი. მაღალმთიანეთში კი ღამით პლუს 4-1, დღისით 5-10 გრადუსი სითბო.

აღმოსავლეთ საქართველოში დაბლობში  ღამით 3-2 გრადუსი სითბო, დღისით — 14-19 გრადუს სითბოს პროგნოზირებენ.. მაღალ მთაში ღამით მოსალოდნელია 11-6 გრადუსი, დღისით — 10-15 გრადუსი სითბო.

თბილისში, ძირითადად, უნალექო ამინდი იქნება.  ღამით პლუს 1 გრადუსი, დღისით — 17 გრადუსი სითბო იქნება.

5 ნოემბერი, შაბათი

დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექია მოსალოდნელი, მაღამ მთაში — თოვლი. აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება. მთელ ქვეყანაში ქარის სიძლიერე, მათ შორის თბილისში, წამში 10-15 მეტრი იქნება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობში 6-11 გრადუსი სითბო, დღისით —13-18 გრადუსი იქნება. მაღალ მთაში ღამით მინუს 2-3, დღისით 9-14 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში პლუს 2-7, დღისით 13-18 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი. მაღალმთაში ღამით მინუს 7-2, დღისით 4-9 გრადუსი სითბო იქნება.

თბილისში, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ღამით 5 გრადუსი, დღისით კი 17 გრადუსი სითბო იქნება.

6 ნოემბერი, კვირა

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ქარის სიძლიერე წამში 10-15 მეტრი იქნება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით 5-10 გრადუსი სითბო, დღისით — 17-22 გრადუსია მოსალოდნელი. მაღალმთიანეთში კი ღამით მინუს 5-0, დღისით 5-10 გრადუსი სითბო.

აღმოსავლეთ საქართველოში დაბლობში  ღამით პლუს 0-5 გრადუსი, დღისით — 10-15 გრადუსი სითბო იქნება.  მაღალ მთაში ღამით მოსალოდნელია მინუს 9-4 გრადუსი, დღისით — 3-8 გრადუსი სითბო.

თბილისში, ძირითადად, უნალექო ამინდი იქნება.  ღამით პლუს 3 გრადუსი, დღისით — 10- 15 გრადუსი სითბო იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0