ამინდი არჩევნების მეორე ტურის დღეს - მოსალოდნელია წვიმა და ძლიერი ქარი

გამოწერა
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დღეს, 30 ოქტომბერს, წვიმიანი ამინდი იქნება.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართა. ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქების უმეტეს ნაწილში (73-დან 50 ოლქში) 30 ოქტომბერს მეორე ტური გაიმართება, რამდენადაც ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოახერხა  ამომრჩეველთა 50%-ზე მეტი ხმის მოპოვება. დანარჩენ 23 ოლქში გამარჯვება მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატებმა მოიპოვეს.

30 ოქტომბერი, კვირა

დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონი წვიმა და ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსები მაღალ მთაში თოვლს პროგნოზირებენ. წვიმიანი ამინდი იქნება აღმოსავლეთ საქართველოს რამდენიმე რაიონში, მაღალ მთაში  კი თოვლია მოსალოდნელი. 

ქარის სიჩქარე როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში წამში 17-22 მეტრს მიაღწევს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით 7-12, დღისით კი 10-15 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.  მაღალ მთაში ღამით მინუს 2-3, დღისით კი 1-6 გრადუსი სითბო. აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით 2-7 გრადუსი, დღისით კი 11-16 გრადუსი სითბოა ნავარაუდები. მაღალ მთაში ღამით მინუს 2, დღისით კი 0-5 გრადუსი სითბო იქნება. 

თბილისში ღრუბლიანი ამინდი იქნება. ღამე, ძირითადად, უნალექო იქნება, დღისით კი სინოპტიკოსები წვიმას პროგნოზირებენ. ღამით ჰაერის ტემპერატურა 5, დღისით კი 14 გრადუსი სითბო იქნება.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0