ამინდი საქართველოში: ცივი და ნაცრისფერი დღეები

© Sputnik / Alexander Imedashviliწვიმიანი თბილისი
წვიმიანი თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უახლოეს დღეებში დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 24 გრადუსამდე მოიმატებს, თუმცა ქვეყანაში, ძირითადად, ცივი და წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, აცხადებენ გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოში.

21 ოქტომბერი, პარასკევი

დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ღამით მოსალოდნელია წვიმა, დღისით კი ღრუბლიანი, მაგრამ, ძირითადად, უნალექო ამინდი იქნება. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრს მიაღწევს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 9-14, ხოლო დღისით — 19-24 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამით  3 გრადუსი ყინვა იქნება, ხოლო დღისით ჰაერი 2 გრადუსამდე გათბება. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით 3-8, ხოლო დღისით — 11-16 გრადუსი სითბო იქნება. მაღალ მთაში ღამით მინუს 5-0, ხოლო დღისით — 4-9 გრადუსი სითბო იქნება.

თბილისში ღამე, ძირითადად, უნალექოდ ჩაივლის, დღისით მოსალოდნელია მცირეოდენი ნალექი და ნისლი, ქარის სიჩქარე წამში 8-13 მეტრი იქნება. ღამით მოსალოდნელია 6 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით — 13.

22 ოქტომბერი, შაბათი

დასავლეთ საქართველოში მოღრუბლული ამინდი იქნება, თუმცა — უნალექოდ. აღმოსავლეთში კი ზოგიერთ რაიონში წვიმა და ნისლია მოსალოდნელი. დასავლეთში ქარი შეიძლება გაძლიერდეს და წამში 20-25 მეტრს მიაღწიოს, ხოლო აღმოსავლეთში მისი სიჩქარე 17-22 მეტრი იქნება. 

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 8-13, ხოლო დღისით — 19-24 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამე მინუს 1-პლუს 4 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით ჰაერი 12-17 გრადუსამდე გათბება. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით 4-9, ხოლო დღისით — 7-12 გრადუსი სითბო იქნება. მაღალ მთაში ღამით მინუს 3-პლუს 2, ხოლო დღისით — 7-12 გრადუსი სითბო იქნება.

თბილისში მოსალოდნელია მცირე წვიმა და ნისლი. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამითაც და დღისითაც 9 გრადუსი სითბო იქნება.

23 ოქტომბერი, კვირა

დასავლეთ საქართველოში ღრუბლიანი, მაგრამ უნალექო ამინდია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ასევე მოღრუბლული ამინდი, წვიმა და ნისლი იქნება. ქარი როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში შეიძლება წამში 17-22 მეტრამდე გაძლიერდეს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 8-13, ხოლო დღისით — 19-24 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამე 0-პლუს 5 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით ჰაერი 12-17 გრადუსამდე გათბება. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით 3-8, ხოლო დღისით — 8-13 გრადუსი სითბო იქნება. მაღალ მთაში ღამით მინუს 5-0, ხოლო დღისით — 8-13 გრადუსი სითბო იქნება.

თბილისში მოღრუბლული ამინდი იქნება. ღამით მოსალოდნელია მცირე წვიმა და ნისლი. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით 7, ხოლო დღისით 11 გრადუსი სითბო იქნება.


ყველა ახალი ამბავი
0