16:16 04 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
წვიმა

ამინდი საქართველოში: წვიმა და ძლიერი ქარი

© Sputnik.
ამინდი
მოკლე ბმულის მიღება
98 0 0

წვიმა, ძლიერი ქარი, მაღალ მთაში კი თოვლი — ასეთ ამინდს გვპირდებიან საქართველოში სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში.

18 ოქტომბერი, სამშაბათი

დასავლეთ საქართველოს ზოგ რაიონში ღამით მოსალოდნელია წვიმა. დღისით უმეტესად ღრუბლიანი, თუმცა უნალექო ამინდი იქნება. მაღალ მთაში მოთოვს. იქროლებს 20-25 მ/წმ სიძლიერის ქარი.

• ბარში ღამით მოსალოდნელია 4-9 გრადუსი სითბო, დღისით — 11-16 გრადუსი.

• მაღალ მთაში ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება —3°, დღისით  — +2°. აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს ნაწილში იწვიმებს. ღამით მთაში მოსალოდნელია თოვა და ნისლი. ქარის სიძლიერე სავარაუდოდ 17-22 მ/წმ-ს შეადგენს.

• ბარში ღამით ჰაერის ტემპერატურა +3-8°-მდე დაეცემა, დღისით კი 5-10° იქნება.

• მაღალ მთაში ღამით მოსალოდნელია მინუს 5-დან 0°-მდე ტემპერატურა, დღისით კი 3-8° სითბო.

თბილისში მოსალოდნელია წვიმა და ნისლი. ქარის სიძლიერე 8-13 მ/წმ-ს მიაღწევს. ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება 6°, ხოლო დღისით — 8°.

გამოკითხვა

რამდენად მოქმედებს თქვენზე წვიმიანი ამინდი?

19 ოქტომბერი, ოთხშაბათი

დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო, თუმცა ღრუბლიანი ამინდი იქნება. ქარის სიძლიერე წამში 20-25 მეტრს მიღწევს.

• ბარში ღამით მოსალოდნელია 5-10° სითბო, დღისით — 15-20°.

• მაღალ მთაში ღამით ჰაერის ტემპერატურა —4°-მდე დაეცემა, დღისით კი 8-13 გრადუსამდე გათბება.

აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა და ნისლი, მთაში თოვლი და 17-22 მ/წმ-ის სიძლიერის ქარი.

• ბარში ღამით 1-6°, დღისით — 8-13°.
• მაღალ მთაში: ღამით  მინუს 7-2°, დღისით — 4-9° სითბო.

თბილისში მოსალოდნელია მცირე წვიმა და ნისლი. დაუბერავს 10-15 მ/წმ-ის სიძლიერის ქარი. ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება 4 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით — 10°.
20 ოქტომბერი, ხუთშაბათი

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში მოღრუბლული, თუმცა უნალექო ამინდი გველის. დასავლეთში ქარის სიძლიერე წამში 17-22 მეტრს მიაღწევს, აღმოსავლეთში კი — მათ შორის, თბილისშიც, 10-15 მეტრს წამში.

აღმოსავლეთ საქართველოში:
• ბარში ღამით 6-11 გრადუსი სითბო, დღისით —16-21°.
• მაღალ მთაში ღამით მინუს 4-დან +1 გრადუსამდე, დღისით — 9-14° ნულს ზემოთ.

აღმოსავლეთ საქართველოში:
• ბარში ღამით 0-5° სითბო, დღისით — 11-16 გრადუსი°.
• მაღალ მთაში ღამით მოსალოდნელია მინუს 7-2 გრადუსი, დღისით — 6-11° სითბო.

თბილისში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, ძირითადად — უნალექოდ.  ღამით 4 გრადუსი სითბო, დღისით — 13°.

მთავარი თემები