ამინდი საქართველოში: სითბო და ხანმოკლე წვიმებია მოსალოდნელი

© nnm.meშემოდგომა
შემოდგომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვირის ბოლოს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში 30-31 გრადუსს მიაღწევს.

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, კვირის ბოლოს კი უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში 30-31 გრადუსამდე აიწევს.

6 სექტემბერი, სამშაბათი

დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვაც. წვიმიანი ამინდი იქნება აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში. დასავლეთში ქარის სიძლიერე წამში 9-14 მეტრს, აღმოსავლეთში კი 10-15 მეტრს მიაღწევს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობი ღამით 14-19 გრადუსი სითბო, დღისით კი 26-31 გრადუსია მოსალოდნელი. მაღალ მთაში ღამით პლუს 6-11, დღისით კი 20-25 გრადუსი სითბო დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით 14-19 გრადუსი, დღისით კი 24-29 გრადუსი სითბო იქნება. მაღალ მთაში ღამით 5-10, დღისით კი 16-21 გრადუსი სითბო დაფიქსირდება.

თბილისში ხანმოკლე წვიმებია მოსალოდნელი. ქარის სიძლიერე წამში 10-15 მეტრი იქნება, ღამით ჰაერის ტემპერატურა 18 გრადუსამდე, დღისით კი 28 გრადუსამდე გათბება.

7 სექტემბერი, ოთხშაბათი

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ქარის სიძლიერე წამში 8-13 მეტრს მიაღწევს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 14-19 გრადუსი, ხოლო დღისით — 24-29 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამით იქნება 5-10, ხოლო დღისით — 17-22 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით 13-18 გრადუსი, ხოლო დღისით — 27-32 გრადუსი იქნება; მაღალ მთაში ღამით — 3-8, დღისით — 16-21 გრადუსი.

თბილისში ძირითადად უნალექო ამინდებია მოსალოდნელი. ღამით 18გრადუსი, დღისით კი 30 გრადუსი სითბო იქნება.

8 სექტემბერი, ხუთშაბათი

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვაც. ქარის სიძლიერე წამში 8-13 მეტრს მიაღწევს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 14-19 გრადუსი, ხოლო დღისით — 25-30 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამით იქნება 5-10, ხოლო დღისით — 25-29 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით 13-18 გრადუსი, ხოლო დღისით — 25-02 გრადუსი იქნება; მაღალ მთაში ღამით — 3-8, დღისით — 16-21 გრადუსი სითბო იქნება.

თბილისში მცირე ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით 18, დღისით კი 29 გრადუსი იქნება.  ქვეყნის მთელი ტერიტორიაზე კვირის შემდგომი დღეები უნალექო იქნება. ჰაერის ტემპერატურა როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში 30-31 გრადუსს მიაღწევს.

ყველა ახალი ამბავი
0