არტურ კლარკის მესამე კანონი მოქმედებაშია

გამოწერა

ადამიანის გონებრივი შესაძლებლობები და, აქედან გამომდინარე, ლამის ყოველდღიური მიღწევები XXI საუკუნეში მართლაც ფანტასტიკურ სიმაღლეებს აღწევს.

არაფერს ვამბობთ კომპიუტერულ სიახლეებზე, ამჯერად სულ სხვა ტიპის გამოგონებას გაგაცნობთ, რომელიც, დარწმუნებული ვართ, ყველა თქვენგანს მოხიბლავს.

ეს ნანოტექნოლოგიით მიღებული ნაერთია, რომელიც ტანსაცმელს, ფეხსაცმელსა თუ სხვა საგნებსა და ნივთებს ნებისმიერი სახის დაბინძურებისა და დასველებისგან იცავს.

საკმარისია ის თქვენთვის საჭირო ზედაპირს წაუსვათ და ჭუჭყი აღარ მიეკარება. მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ტანსაცმელზე ხსენებული ნანოსაფარველი ათჯერ გარეცხვის შემდეგაც რჩება, ხოლო ფეხსაცმელზე — მთელი სეზონის განმავლობაში.

ამ ვიდეორგოლის ხილვის შემდეგ კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ ჭეშმარიტებაა არტურ კლარკის მესამე კანონი, რომელიც ასე ჟღერს:

ნებისმიერი საკმარისად განვითარებული ტექნოლოგია ჯადოქრობისგან არ განსხვავდება!

ყველა ახალი ამბავი
0