პოლიციური მრავალხმიანობა

გამოწერა

ქართული მრავალხმიანობა იუნესკოს მიერ მსოფლიო პოლიფონიის შედევრადაა აღიარებული. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი ხალხური სიმღერა „წინწყაროა“, რომელიც კარგ მუსიკალურ სმენასა და განსაკუთრებულ საშემსრულებლო ტექნიკას მოითხოვს. 

მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და უძველესი წყაროები მოწმობენ იმას, რომ ქართული ხალხური მუსიკის ფესვები შორეული წარსულიდან იღებს სათავეს. ალბათ, სწორედ ამით აიხსნება ქართველების მუსიკით გატაცება, მუსიკით, რომელიც მათი ცხოვრების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ხალხური სიმღერისა და მუსიკის გარეშე ქართული სუფრა წარმოუდგენელია, სადაც მღერის ყველა — ახალგაზრდა თუ ასაკოვანი.

ასეა პოლიციელების შემთხვევაშიც, რაც იმის დადასტურებაა, რომ ქართველების სული მღერის. იმედია, მკაცრად არ შეაფასებთ მათ პროფესიონალიზმს, რადგანაც ისინი უბრალოდ წესრიგის დამცველები არიან და არა მომღერლები. ისინი საკმაოდ რთულ სიმღერას ასრულებენ, რომელსაც თავის დროზე დიდი ჰამლეტ გონაშვილი მღეროდა. 


ყველა ახალი ამბავი
0