მეცნიერებმა ქრისტეს საფლავი გახსნეს

გამოწერა

არქეოლოგებმა ქრისტეს სამარხს მარმარილოს ფილა ახადეს. ეს უფლის საფლავის გახსნის პირველი შემთხვევაა 500 წლის განმავლობაში.

კლდეში ნაკვეთ საფლავს მარმარილოს ფილა (ზომა 200x80 სმ, სისქე 60 სმ) XVI საუკუნეში დააფარეს, რათა ის მომლოცველებისგან დაეცვათ, რომლებიც სიწმინდეს ნაწილებს ატეხდნენ. მას შემდეგ ფილა საფლავისთვის არ აუხდიათ.

ამჟამად ტაძრის ტერიტორიაზე ათენის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტის სპეციალისტების ხელმძღვანელობით სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მეცნიერებმა ფილის ქვეშ „დიდი რაოდენობით ქვა“ აღმოაჩინეს, რამაც ისინი გააოცა.

არქეოლოგები ამბობენ, რომ ეს სამუშაოები მათ საშუალებას მისცემს, გაარკვიონ, რისგან შედგებოდა სამარხის ქვის ორიგინალური საფარი, რომელზეც, გადმოცემის თანახმად, იესო სამი დღის განმავლობაში ესვენა.

სპეციალისტები ასევე იმედოვნებენ, რომ პასუხი გაეცემა კითხვასაც, რატომ გადაწყვიტა წმინდა ელენემ ტაძრის აგებისას, რომ სწორედ ამ გამოქვაბულში უნდა ყოფილიყო დაკრძალული უფალი იესო.

სარესტავრაციო სამუშაოების დასრულება 2017 წლის გაზაფხულისთვის იგეგმება.

ყველა ახალი ამბავი
0