ამსტერდამის აეროპორტის უნიკალური თანამშრომელი... ძაღლი

გამოწერა
ალბათ სახელითაც მიხვდით, რომ ამ ცუგას საქმიანობა ძიებას უკავშირდება — მგზავრების დაკარგული ნივთების მოძებნასა და პატრონისთვის დაბრუნებას.

შერლოკმა დეტექტივის კარიერა სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო, მაგრამ კოლეგებს შორის უკვე სარგებლობს დიდი პატივით. დიახ, ის აეროპორტის ოფიციალური თანამშრომელია, უნიფორმაც აცვია და სურათიანი ბეიჯიც უკეთია. დეტექტივი ცუგას უპირატესობა ადამიან-დეტექტივთან შედარებით აშკარაა. თუ ნებისმიერ სხვა აეროპორტში მგზავრმა ჯერ უნდა შენიშნოს, რომ რაღაც დაკარგა და მხოლოდ ამის მერე მიაკითხოს ნაპოვნი ნივთების ბიუროს, ამსტერდამის აეროპორტში პირიქით ხდება: მგზავრი ხშირად ვერც ხვდება, რომ თვითმფრინავის სალონში თუ აეროპორტის მოსაცდელში რაღაც დარჩა, ვთქვათ, მობილური ტელეფონი ან საფულე, შერლოკი კი უკვე მიჰქრის ნივთის პატრონისთვის დასაბრუნებლად.

ძაღლი უშეცდომოდ ცნობს დაკარგული ნივთის პატრონს. ასე რომ, პიროვნების იდენტიფიცირებაზე დროს არც კი ხარჯავენ. თუმცა ყველაზე მთავარი მაინც ისაა, რომ მგზავრებს მოსწონთ დეტექტივი-ცუგას მომსახურება და სიამოვნებით იღებენ შერლოკთან ფოტოებს.

ყველა ახალი ამბავი
0