არჩევნები „შალახოს" თანხლებით - ქართველებმა შეუბერეს

გამოწერა

ვიდეოს მთავარი მოქმედი პირები ერთ-ერთი საარჩევნო უბნის წევრი და ამომრჩეველია. მათ მთელი მონდომებით შეასრულეს პოპულარული „შალახო“, ყველაფერი კი თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ჯორჯიაშვილში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ხდება.

„საქართველოში არჩევნების პროცესის დაკვირვებისას საშუალება მომეცა ცოცხალი საცეკვაო-მუსიკალური წარმოდგენა მენახა“, — წერს საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე ჯუსტინა ვრობელი, რომელიც საქართველოში დამკვირვებლის სტატუსით იყო ჩამოსული.

აღნიშნულ ვიდეოსთან დაკავშირებით კომენტარები მესამე დღეა არ წყდება და იგი დაახლოებით 2,6 ათასმა ადამიანმა გადაიზიარა. კომენტარები სხვადასხვაგვარია: ერთი წერს – „ასე გააგრძელეთ“, სხვები — რომ ეს სირცხვილია და რომ ასეთი „უტვინო ადამიანების“ გამო საქართველოს სახელი ელახება.

ყველა ახალი ამბავი
0