რობი უილიამსის ახალი კლიპი რეკორდს ხსნის

გამოწერა
რობი უილიამსი მღერის რუს ოლიგარქზე, რომელიც „მთელი ერის ფულად სახსრებს“ ფლანგავს — აშენებს საკუთარ კოსმოსურ სადგურს, იმიტომ რომ შეუძლია...

რობი უილიამსის ახალი ვიდეოკლიპი სიმღერაზე Party Like A Russian ნახვების მხრივ რეკორდს ხსნის. მომღერლის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებიდან 14 საათში კლიპი უკვე 3,6 მილიონ ადამიანს ჰქონდა ნანახი, ამ მომენტისთვის კი 9,2 მილიონი ნახვა და 83 577 გაზიარება აქვს. და ეს მხოლოდ უილიამსის პირად გვერდზე. ამას ემატება ნახვები „იუთუბზე“ და ასევე სხვა ინტერნეტ-საიტებზე.

რობი უილიამსი მღერის რუს ოლიგარქზე, რომელიც „მთელი ერის ფულად სახსრებს“ ფლანგავს — აშენებს საკუთარ კოსმოსურ სადგურს, იმიტომ რომ შეუძლია, თავს „თანამედროვე რასპუტინს“ უწოდებს და „თუ რამის გაყიდვა არ უნდა, არ იღიმება“.

„ბრიტანელებს ჰგონიათ, რომ არავის შეუძლია იმხიარულოს ისე, როგორც მათ. სხვა ერებიც იგივეს ფიქრობენ საკუთარ თავზე… მაგრამ რეალურად არავის შეუძლია ისე მოლხენა, როგორც რუსებს“, — ასე უპასუხა მომღერალმა რუსული საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ის შეკითხვას ამ ვიდეოკლიპთან დაკავშირებით.

ყველა ახალი ამბავი
0