შოთა არველაძის საუკეთესო გოლების ტოპ-10

გამოწერა

ფეხბურთელ შოთა არველაძეს დამაჯერებლად შეიძლება საქართველოს სიამაყე ეწოდოს. ის საქართველოს ფეხბურთის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირია მთელი მისი ისტორიის განმავლობაში.

არველაძემ რამდენიmე ქვეყნის ნაკრებში ითამაშა. ამჯერად ქართველი ფეხბურთელის მიერ „აიაქსის“ გუნდში გატანილ 10 საუკეთესო გოლს გთავაზობთ. სხვადასხვა დროს არველაძე თამაშობდა გუნდებში: „დინამო“ (საქართველო), „ტრაბზონსპორი“ (თურქეთი), „აიაქსი“ (ჰოლანდია), „რეინჯერსი“ (შოტლანდია), „ალკმაარი“ (ჰოლანდია“ და „ლევანტე“ (ესპანეთი“. 1991-2008 წლებში ფეხბურთელის აქტივში 430 მატჩი და 263 გატანილი გოლია.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, მან 26 გოლი გაიტანა.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არველაძე „დინამო“ თბილისის  პირველი საერთაშორისო გატანილი გოლის ავტორია. ეს სასიხარულო მოვლენა 1993 წელს, უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში ჩრდილოეთ ირლანდიის „ლინფილდთან“ გამართული მატჩის დროს მოხდა. 

დღეს არველაძე ისრაელის ყველაზე ტიტულოვანი კლუბ „ მაკაბის“ მთავარი მწვრთნელია.


ყველა ახალი ამბავი
0