სლემ-დანქის დიდოსტატ ჯორდან კილგანონის საოცარი ტრიუკები

გამოწერა

სლემ-დანქი — ეს კალათბურთში, სტრიტბოლსა და სლემბოლში  ბურთის ტყორცნის განსაკუთრებული მანერაა, როდესაც მოთამაშე მაღლა ხტება და ერთი ან ორი ხელით ტენის ბურთს კალათში. ტერმინი „სლემ-დანქი“ პირველად „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ კომენტატორმა ჩიკ ჰერნმა გამოიყენა. მანამდე ამ ტყორცნას „დანქ შოთი“ ერქვა.

1976 წლიდან მოყოლებული, NBA All-Star Game-ს დროს ყოველწლიურად ტარდება ცალკე კონკურსი სლემ-დანქში.

ამ სახეობაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული 23 წლის პროფესიონალი დანქერი, ამერიკელი ჯორდან კილგანონი გახლავთ, რომელიც ცნობილია მეტსახელებით „შეუსრულებელი მისია“ და „ჯინსებიანი დანქ-ტიპი“. 

კილგანონს 50 დიუიმის (127 სმ) სიმაღლე ნახტომი აქვს, რაც მას გასაოცარი აკრობატული ილეთების ჩატარების საშუალებას აძლევს, მიუხედავად იმისა, რომ თავად არც ისე მაღალია. 

აქ გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც კილგანონი რიოს წლევანდელი ოლიმპიადის გულშემატკივრებს აჩვენებს საკუთარ ოსტატობას და მართლაც გამაოგნებელ ტრიუკებს აკეთებს.

ყველა ახალი ამბავი
0