ქარიზმა, ექსპრესია, ხმა — ფრედი მერკური მუსიკის გარეშე

გამოწერა

ფრედი მერკური 5 სექტემბერს 70 წლისა გახდებოდა…

ფრედი 25 წელია, რაც გარდაიცვალა, მაგრამ მისი მჩქეფარე, უკიდეგანო ენერგია, უნიკალური და უძლიერესი შესრულება კვლავაც აღანთებს მსმენელს და სავარაუდოდ, კიდევ დიდხანს იქნება მელომანთა „გულთამპყრობელი“.

ფრედი მერკური სრულიად დამსახურებულად შევიდა მუსიკის ისტორიაში როგორც როკის ლეგენდა. მას ჰქონდა ქარიზმა, ჰქონდა ექსპრესია და ჰქონდა ხმა — სრულიად განსხვავებული და არაჩვეულებრივი.

ამის დასტურად, იხილეთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული ვიდეო, რომელშიც ფრედი მერკური Queen-ის კლასიკას „We Are The Champions“ არანჟირების, მუსიკის გარეშე ასრულებს.

ყველა ახალი ამბავი
0