წვეულებებისა და საღამოების მომავალი მეფე

გამოწერა
ამბობენ, რომ ეს ვიდეო მოსკოვის №1944 სკოლაშია გადაღებული 1 სექტემბერს, სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილ ზეიმზე.

შესანიშნავი გარეგნობის, მხიარული, აშკარად უკომპლექსო და თამამი ბიჭუნა თანაკლასელი გოგონების შუაში დგას და ნაცვლად იმისა, რომ სხვებივით ინდიფერენტულად გასცქეროდეს რაღაც სანახაობას და უძრავად უსმენდეს Uptown Funk-ის დინამიურ მელოდიას, თავდავიწყებით ჰყვება მას…

უფრო სწორად, ცდილობს რომ აჰყვეს, ვინაიდან მეგობარი გოგონები გასაქანს არ აძლევენ და ცდილობენ, „ძირშივე ჩაახშონ“ ბიჭის თავისუფლება. ერთ-ერთი მომხმარებელი კიდეც შენიშნავს ხუმრობით, რომ ეს ქალების მიერ მამაკაცების დათრგუნვის კლასიკური მაგალითია.

ყველა ახალი ამბავი
0