„გადაიღე საქართველოში“ ინტერნეტ-მომხმარებელმა საუკეთესო ვიდეორგოლად აღიარა

გამოწერა
თითქმის სამწუთიან ვიდეორგოლში ნაჩვენებია საქართველოს ყველაზე შთამბეჭდავი და ულამაზესი ადგილები.

ვიდეორგოლი, რომელიც მაყურებელს საქართველოში კინოგადაღებების უპირატესობაზე მოუთხრობს, საუკეთესოდ აღიარეს 18 ქვეყნის ვიდეოსიუჟეტებს შორის.

The Audience Awards 2016-ის კონკურსში საქართველოს გარდა მონაწილეობას იღებდნენ პოლონეთი, ავსტრია, შოტლანდია, ავსტრალია, ჩილე, ნორვეგია და აშშ-ის სხვადასხვა კინოკომპანიები. 

ქართულმა ვიდეოსიუჟეტმა ყველაზე მეტი ნახვა (6 ათასი) დააგროვა და  423 ხმა მიიღო, რითაც კონკურსის გამარჯვებული გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0