სადამდე მივიდა ტექნიკა, ანუ მევენახე... კომბაინი

გამოწერა

როდესაც ასეთ გამოგონებებს ვხედავ, მაშინვე ძია ისიდორეს სიტყვები მახსენდება ნოდარ დუმბაძის „თეთრი ბაირაღებიდან“:

„ღმერთს ქვეყნად ადამიანზე ზარმაცი არაფერი გაუჩენია. საცოდავი, კაცობრიობის გაჩენის დღიდან რას არ შვრება, წელებზე ფეხებს იდგამს, ოფლად იღვრება, იტანჯება, ოთხში ძვრება, დღე-ღამეს ასწორებს, რას არ იგონებს — ატომს, გასაოცარ მანქანა-იარაღებს, რობოტებს, მექანიკურ ძრავებს, მუსიკის დამწერ, რომანის დამწერ, ლექსის დამწერ, წიგნის წამკითხველ, თავის მომფხან, ფეხის საბან, ყურის გამოსაჩიჩქნ მანქანებსა და რობოტებს. ფანტასტიკურ ენერგიას ხარჯავს, დედამიწის გულში ძვრება, ზღვის ფსკერზე ჩადის, მზეზე ადის და რისთვის, არ იკითხავთ? ბოლოს მხართეძოზე რომ წამოწვეს და არაფერი არ აკეთოს, ტყუილად რომ იყოს, არ იშრომოს“…

ჰო, მაგრამ განა ასეთი გენიალური მანქანის შექმნას ცოტა შრომა, დრო, გონებრივი დაძაბულობა, ნერვები და ნებისყოფა სჭირდება?

ჩვენ თუ გვკითხავთ, ასეთი კომბაინის შექმნის მერე ნამდვილად იმსახურებს ადამიანი მხართეძოზე წამოწოლასა და საკუთარი გონების ნაყოფით ტკბობას.

ყველა ახალი ამბავი
0