ადიღეს მთებში მესამე რაიხის სამალავი აღმოაჩინეს უცნაური თავის ქალებით

გამოწერა

ისტორიკოსმა და მკვლევარმა ივან ბორმოტოვმა დაათვალიერა არტეფაქტები, რომლებიც ადიღეს ბუნებრივი პარკის, „ბოლშოი ტხაჩის“ რაიონში გერმანულ სამალავში აღმოაჩინეს. მათ შორისაა უცნაური ფორმის თავის ქალები და მესამე რაიხის საიდუმლო ორგანიზაცია "ანენერბეს" თანამშრომლების პირადი ნივთები.

ფაშისტურ სამალავში ნაპოვნ ობიექტებზე დატანილი ემბლემების მიხედვით, ეს არის მესამე რაიხის ერთ-ერთი ყველაზე გასაიდუმლოებული ორგანიზაციის "ანენერბეს" თანამშრომლების პირადი ნივთები. უცნობია, კონკრეტულად რით იყვნენ დაკავებული ფაშისტები ადიღეში.

სამალავში აღმოჩენილია საოცრად ზუსტი ადგილობრივი რუკები, რომლებზეც გერმანელებს საკუთარი მონიშვნები ჰქონდათ დატანილი. მეცნიერები ჯერ კიდევ ვერ ადგენენ, ზუსტად რა დატვირთვა ჰქონდა ამ ნიშნებს: "ანენერბეს" მარშრუტები, მათი სამალავები თუ ანომალიური ზონები.

სამედიცინო ყუთებისა და დოკუმენტებით სავსე სკივრების გარდა აღმოჩენილია უცნაური ფორმის თავის ქალები. ამჟამად ეს იდუმალი აღმოჩენები ადიღეს პარანორმალური მოვლენებისა და არტეფაქტების მუზეუმში ინახება.

"ანენერბე" 1935 წელს გერმანული რასის ტრადიციების, ისტორიისა და მემკვიდრეობის შესწავლის მიზნით შეიქმნა. მისი დანიშნულება მესამე რაიხის სახელმწიფო აპარატის ფუნქციონირების ოკულტურ-იდეოლოგიური უზრუნველყოფა იყო. საიდუმლო ორგანიზაციას ჰენრიხ ჰიმლერი ხელმძღვანელობდა.

ყველა ახალი ამბავი
0