პუტინმა ისაუბრა ოცნების და გართობის შესახებ და, ასევე, საკუთარ თავზე

გამოწერა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩელიაბინსკში, "ეტერნოს" ქარხანაში სტუმრობისას საწარმოს თანამშრომლების შეკითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი მათგანი დაინტერესდა, რას უპასუხებდა სახელმწიფოს მეთაური შეკითხვაზე, ვინ არის ვლადიმირ პუტინი.

პუტინი 5 დეკემბერს ქარხანა "ეტერნოს" დასათვალიერებლად მივიდა და იქ დასაქმებულებს ესაუბრა. ერთ-ერთმა თანამშრომელმა პრეზიდენტს მოახსენა, რომ მისმა უმცროსმა ქალიშვილმა მას ცოტა ხნის წინ ჰკითხა: "მამა, ვინ არის პუტინი?". ქარხნის თანამშრომელს სურდა, რომ პრეზიდენტს თავად ეპასუხა ბავშვისთვის.

„ეს არის ადამიანი, ვინც მუშაობს იმისთვის, რომ შენ იყო ბედნიერი", — განაცხადა პრეზიდენტმა.

პუტინმა ასევე უპასუხა შეკითხვას, თუ რა არის მისი ოცნება.

"მე მსურს წარმატებით დავასრულო კარიერა", — იხუმრა სახელმწიფოს მეთაურმა.

ჰობის შესახებ დასმულ შეკითხვაზე პუტინმა აღიარა, რომ მას მოსწონს მოგზაურობა, ბუნებისა და სხვადასხვა ღირსშესანიშნაობების დათვალიერება. პრეზიდენტმა დაამატა, რომ ამჟამად ის მხოლოდ აეროპორტიდან რომელიმე რეზიდენციის მიმართულებით და პირიქით მგზავრობს და ვერაფრის დათვალიერებას ვერ ახერხებს.

ყველა ახალი ამბავი
0