ჩემპიონთა ლიგის მატჩზე უკრაინელმა გულშემატკივრებმა თურქეთის დროშა დაწვეს

გამოწერა

უკრაინელმა ფეხბურთის გულშემატკივრებმა კიევში ჩემპიონთა ლიგის მატჩზე "დინამო"–"ბეშიქთაში" თურქეთის დროშა დაწვეს. ზოგიერთმა მათგანმა ხელჩართული ბრძოლაც წამოიწყო სტადიონზე.

გულშემატკივრებს შორის შეტაკებები მოხდა კიევის ცენტრშიც. თვითმხილველების თქმით, გულშემატკივრებმა მოლოტოვის კოქტეილები და მბოლავი შაშხანები გამოიყენეს.

უკრაინის პოლიციის თანამშრომლები იუწყებიან, რომ კიევის "დინამოსა" და თურქეთის "ბეშიქთაშის" ფანებს შორის ჩხუბი მატჩის წინა დღესაც მოხდა. ინციდენტების შემდეგ თურქეთის 8 მოქალაქეს დასჭირდა სამედიცინო დახმარება.

„გუშინ 20:00 საათიდან 24:00 საათამდე დედაქალაქის პოლიციის მორიგე ნაწილმა ექიმებისგან 8 შეტყობინება მიიღო, სადაც აღინიშნებოდა, რომ მათთან სხეულის დაზიანებით სხვადასხვა ქვეყნების მოქალაქეები მივიდნენ", — გავრცელდა ინფორმაცია უკრაინის პოლიციის ვებ-გვერდზე.

სამშაბათს, საღამოს პოლიციის დაახლოებით 2 ათასი თანამშრომელი იცავდა ქალაქის ცენტრს ჩემპიონთა ლიგის მატჩის "დინამო"—"ბეშიქთაში" მსვლელობისას.

ყველა ახალი ამბავი
0