სუმატრის ნაპირებთან მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგები

გამოწერა

ოთხშაბათს დილით ინდონეზიაში რიხტერის შკალით 6,5 მაგნიტუდის სიმძლარვის მიწისძვრა მოხდა. ბუნებრივი კატაკლიზმის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 49 ადამიანი, დაშავდა დაახლოებით 500.

მიწისძვრა ადგილობრივი დროით დილის 5 საათზე მოხდა. კატაკლიზმის შედეგად დაინგრა საცხოვრებელი სახლები. სტიქიის მსხვერპლი გახდა, სულ მცირე, 92 ადამიანი. სააგენტო Ruptly იუწყება, რომ შესაძლოა ქალაქის ბევრი მცხოვრები ჯერ კიდევ ნანგრევებში იყოს მოყოლილი.

"მიწისძვრა ძალიან ძლიერი იყო, მოსახლეობის დიდი ნაწილი პანიკაში ჩავარდა და ისინი ქუჩაში გაიქცნენ", — განაცხადა სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციის სამმართველოს საინფორმაციო ცენტრის (BNPB) მეთაურმა სუტოპო პურვო ნუგროჰომ (Sutopo Purwo Nugroho).

მეტეოროლოგიის, კლიმატოლოგიისა და გეოფიზიკის ეროვნული სამმართველოს სპეციალისტებმა მთავარი ბიძგის შემდეგ 4,8 მაგნიტუდამდე 12 მომყოლი ბიძგი დააფიქსირეს. როგორც დარიონოს (Daryono) სამმართველოს ხელმძღვანელობა ვარაუდობს, სხვა ძლიერი მიწისძვრა ამ რაიონში აღარ მოხდება.

ინდონეზიაში მიწისძვრა სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო ხშირად ხდება. 2004 წელს სუმატრის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე ბოლო 40 წლის განმავლობაში მსოფლიოში ყველაზე მძლავრი მიწისძვრა დაფიქსირდა. მიწისძვრის შედეგად გამოწვეული ცუნამი ინდოეთის ოკეანის ირგვლივ მდებარე 12 ქვეყანას დაატყდა თავს და ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ერთ წელიც არ იყო გასული, რომ რიხტერის შკალით 8,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა სუმატრის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე, ნიასის კუნძულებთან, სადაც 900-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ყველა ახალი ამბავი
0