თბილისის ახალ ზოოპარკში ცხენით სეირნობის საშუალება იქნება

გამოწერა

საცხენოსნო კლუბი „სპირიტი“ უკვე მოქმედებს ახალი ზოოპარკის ტერიტორიაზე, რომელიც თბილისში შენდება. იხილეთ Sputnik-ის ვიდეო, თუ როგორ გამოიყურება თბილისის ერთ-ერთი საცხენოსნო კლუბი.

ახალ ზოოპარკში, რომელიც თბილისში შენდება, გამოიყოფა ცხენით სასეირნო ზონები და ბილიკები. დღეს იმ ტერიტორიაზე, სადაც ზოოპარკი შენდება, უკვე მუშაობს საცხენოსნო კლუბი "სპირიტი".

თბილისის ზოოპარკში კავკასიური ნაგაზის მოშენება დაიწყეს - Sputnik საქართველო
თბილისის ზოოპარკში კავკასიური ნაგაზის მოშენება დაიწყეს

"ერთი წლის წინ ცხენოსნობის კლუბი გავხსენით, რომელსაც პირველი ცხენის პატივსაცემად „სპირიტი“ დავარქვით. ის უკვე არსებობს, მოქმედებს, ხალხი მოდის და ცხენოსნობას ეუფლება. ახალ ზოოპარკში ძალიან მკაცრად გაიმიჯნება ზონები და ცხენით სეირნობისთვის ბილიკებიც გაკეთდება. რა თქმა უნდა, ყველგან არა, მაგრამ ცხენით ჯირითი სპეციალურ ზონებში შესაძლებელი იქნება", — განაცხადა Sputnik-თან საუბრისას თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ.

ზურაბ გურიელიძის თქმით, საცხენოსნო ბილიკებს გაიყვანენ კლუბი "სპირიტიდან" დენდროპარკისკენ, ახალი ზოოპარკის მიმდებარედ. ცხენებით სეირნობა შესაძლებელი იქნება დენდროპარკის ტერიტორიაზეც.

ყველა ახალი ამბავი
0