22:08 08 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
ვიდეო

აჭარიდან მანდარინი რუსეთში იგზავნება

მოკლე ბმულის მიღება
37 0 0
(0:46 / 4.92Mb / просмотров видео: 28)
© Sputnik / Alexander Imedashvili

აჭარაში მანდარინის მოსავალს იღებენ, რომლის მეტი წილიც რუსეთში ექსპორტირდება. იხილეთ Sputnik ვიდეო, თუ როგორ იღებენ მოსავალს.

საქართველოში მოკრეფილი მანდარინის მეტი წილი რუსეთში გაიგზავნება. აჭარაში უკვე გაიხსნა ციტრუსების ორგანიზებული მოპოვების საკოორდინაციო შტაბი, რომელიუც 2017 წლის 1 თებერვლამდე იმუშავებს.

2015 წელს საქართველოში ციტრუსის მოსავალმა 100 ათას ტონამდე შეადგინა. დაახლოებით 13 ათასი ტონა გადამუშავდა კონსერვის ქარხნებში, ხოლო 35 ათასი ტონა გამოიყო ექსპორტისათვის, რომლის 75% რუსეთში გაიგზავნა.

წინასწარი მონაცემებით, წარსულთან შედარებით საქართველოში ციტრუსების მოსავალი ამ სეზონზე ორჯერ ნაკლები იქნება — მიახლოებით 50-60 ათასი ტონა. აქედან 10 ტონა გამოიყოფა შიდა საწარმოებში გადასამუშავებლად, მოსავლის ნახევარზე მეტი კი — ექსპორტისათვის. ადრე მანდარინი რუსულ ბაზარზე იგზავნებოდა როგორც სახმელეთო გზით — ზემო ლარსის გავლით, ასევე საზღვაო გზით — ბათუმის პორტიდან ნოვოროსიისკის პორტში.

თემაზე

კოლუმბიაში ავიაკატასტროფის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ტარდება
საქართველოს პირველმა ლედიმ დოკუმენტურ სპექტაკლში ითამაშა

მთავარი თემები