კოლუმბიაში ავიაკატასტროფის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ჩატარდა

გამოწერა

ინტერნეტ-სივრცეში კოლუმბიაში ავიაკატასტროფის შემდეგ მიმდინარე სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ამსახველი კადრები გავრცელდა. ბორტზე 72 მგზავრი იმყოფებოდა, რომელთა შორის ბრაზილიის საფეხბურთო კლუბ „შაპეკოენსეს“ ფეხბურთელები და ეკიპაჟის 9 წევრი იყვნენ.

"თვითმფრინავი 22:30 საათზე ჩამოვარდა. დაჯდომის ნებართვას მიიღებამდე ის ხოსე მარია კორდოვას აეროპორტის თავზე დაფრინავდა, რადგან ამინდი არ იძლეოდა საშუალებას", — Sputnik-ს ინტერვიუში განუცხადა კოლუმბიური ჟურნალის Semana კორესპონდენტმა დანიელ მარტინესმა (Daniel Martínez).

კოლუმბიის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს განცხადებით, ავიაციის თვითმფრინავის ორივე შავი ყუთი მალევე იპოვეს.

მედელინის აეროპორტის ადმინისტრაციაში, საითაც თვითმფრინავი მიემართებოდა, მანამდე აცხადებდნენ, რომ ეკიპაჟი ლაინერის ელექტროაღჭურვილობის გაუმართაობის შესახებ იუწყებოდა. მეზობელი ქალაქის, ლა-სეხის მთავრობის მონაცემებით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი შესაძლოა საწვავის უკმარისობა ყოფილიყო — პილოტებმა განგებ დახარჯეს საწვავი, რათა დაჯდომისას აფეთქებისგან აერიდებინათ თავი.

ყველა ახალი ამბავი
0