თბილისში გზებზე მოძრაობის მოწესრიგების მოთხოვნით აქცია გაიმართა

გამოწერა

თბილისში „ქვეითთა საყოველთაო მსვლელობა“ გაიმართა. იხილეთ აქციის ამსახველი Sputnik-ის ვიდეოკადრები.

აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის ძველი შენობის წინ შეიკრიბნენ და მოქალაქეებს მსვლელობაში მონაწილეობისკენ და ხელისუფლებისგან საქართველოს გზებზე სიტუაციის გაუმჯობესების მოთხოვნისკენ მოუწოდეს.

აქცია მოძრაობის „იარე ფეხით“ წარმომადგენლებისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ მიერ იყო ორგანიზებული.

აქციის ორგანიზატორები პარლამენტისგან მოითხოვენ კანონის მიღებას, რომელიც ტროტუარებზე პარკირებისთვის სანქციების გამკაცრებას, ავტომობილის უკანონო ადგილზე გაჩერებისთვის ჯარიმების გაზრდას, „უკონტაქტო პატრულირების“, საგზაო კანონისა და ქულათა სისტემის შემოღებას გაითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0