„სტოპხამი“ ავტომძღოლებს პარკირების წესების დაცვისკენ მოუწოდებს

გამოწერა

ორგანიზაცია „სტოპხამის“ წარმომადგენლებმა თბილისში პირველი რეიდი ჩაატარეს. Sputnik-ი აქციის ამსახველ ვიდეოკადრებს გთავაზობთ.

აქციის მონაწილეებმა რეიდის პირველ დღეს 15 ავტომობილის საქარე მინაზე, რომლებიც უადგილო ადგილზე იყო გაჩერებული, დააკრეს სტიკერები წარწერით „მე არ ვიცავ კანონს, ვაპარკირებ სადაც მინდა“.

„ჩვენი მოქმედების მთავარი მოტივი არა მარტო მძღოლების, ასე ვთქვათ, დასჯაა, არამედ სახელმწიფოსთვის გაგზავნილი სიგნალია, რათა მეტი ადგილი გაჩნდეს ქალაქში პარკირებისთვის და დაიწყოს ახალი შემოვლითი გზებისა და ესტაკადების მშენებლობა“, — განაცხადა „Sputnik საქართველოსთან“ „სტოპხამის“ კამპანიის ინიციატორმა ლევან კენჭოშვილმა.

ორგანიზაციის წევრები მსგავსი აქციების ჩატარებას თბილისის მასშტაბით რეგულარულად აპირებენ. ორგანიზაცია „სტოპხამის“ აქციაში ათამდე ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა ორგანიზაციის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ მათი რიცხვი გაიზრდება.

ყველა ახალი ამბავი
0