თბილისში ქართული ღვინისა და კულინარიის ფესტივალი გაიმართა

გამოწერა

ლისის ტბაზე გამართულ ქართული ღვინისა და გასტრონომიის ფესტივალ „ბულბულის მარკეტს“ ასობით სტუმარი ეწვია. იხილეთ Sputnik-ის ვიდეო.

ლისის ტბაზე ქართული ღვინისა და კულინარიის ფესტივალი „ბულბულის მარკეტი“ გაიმართა. დღესასწაულის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ და შეეძინათ ქართული ღვინის  სახეობები.

ფესტივალზე მყოფთ ორგანიზატორები მწვადით, ქართული ყველითა და ხაჭაპურით გაუმასპინძლდნენ. გარდა ამისა, ნებისმიერ მსურველს შეეძლო შეეძინა ფესტივალზე გამოფენილი ხელნაკეთი სუვენირები.

თბილისის მცხოვრებლები ფესტივალზე ოჯახებით მივიდნენ, ამიტომ ტერიტორიაზე, სადაც ღვინისა და ქართული კერძების დეგუსტაცია იმართებოდა, ბევრი ბავშვი იყო.

ფესტივალი მუსიკალურმა ჯგუფებმა გაალამაზეს, რომლებმაც როგორც ქართული, ისე უცხოური საესტრადო ჰიტები შეასრულებს.

ყველა ახალი ამბავი
0