ფიტნეს-მოდელები პირველად საქართველოში ბოდიბილდინგის ჩემპიონატზე

გამოწერა

მამაკაცთა და ქალთა შორის ბოდიბილდინგსა და ფიტნესში თბილისის ღია ჩემპიონატზე საუკეთესოები ხუთ კატეგორიაში გამოვლინდნენ. იხილეთ Sputnik-ის ვიდეო.

თბილისის ღია ჩემპიონატში მონაწილეობა 23-მა სპორტსმენმა მიიღო. საქართველოში ასეთი შეჯიბრებების ჩატარების ისტორიაში პირველად ჩემპიონატში ჩართული იყო კატეგორია „საუკეთესო ფიტნეს-მოდელი“ ქალთა და მამაკაცთა შორის. ასევე პირველად გაიმართა მონაწილე გოგონების გამოსვლა-შეჯიბრება კაბებში.

„წელს ეს უკვე რიგით მესამე შეჯიბრია საქართველოს ღია ჩემპიონატისა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ჩემპიონატის შემდეგ. შეჯიბრების მიმდინარეობისას განისაზღვრება საქართველოს ნაკრების შემადგენლობა, რომელიც მომავალი წლის მაისში ესპანეთში ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება“, — განუცხადა Sputnik-ს საქართველოს ბოდიბილდინგისა და ფიტნესის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კოტე მაცაბერიძემ. 

ბოდიბილდინგი - Sputnik საქართველო
ბოდიბილდინგსა და ფიტნესში თბილისის ჩემპიონატის გამარჯვებულები დაასახელეს

კატეგორიაში „კლასიკური ბოდიბილდინგი“ პირველი ადგილი დაიკავა ანრი სალიმოვმა, მეორე — გიორგი ვასაძემ, მესამე — გიორგი გოგოლაძემ. კატეგორიაში Men's Physique მთავარი ჯილდო მიიღო გიორგი ვასაძემ, მეორე ადგილი დაიკავა ამირან სიმონიშვილმა, მესამე — გიორგი წილოსანმა.

კატეგორიაში „გოგონები ბიკინით“ საუკეთესოდ დაასახელეს ანა ჭედია, მეორე ადგილზე გავიდა ატინა ბოლბოლი, მესამეზე — ნუცა ზურაბიშვილი. კატეგორიაში „საუკეთესო ფიტნეს-მოდელები“ პირველი ადგილი დაიკავა ნუცა ზურაბიშვილმა, მეორე — თეა კურტანიძემ. კატეგორიაში „საუკეთესო ფიტნეს-მოდელი“ მამაკაცთა შორის გაიმარჯვა დავით პაშკოიძემ, მეორე ადგილი დაიკავა ანრი ხახვიაშვილმა, ხოლო მესამე — ნიკა გვარაძემ.

ყველა ახალი ამბავი
0