შემოდგომის ოქროსფერი კომპოზიციები ფლორისტ ნანა თაყაიშვილისგან

გამოწერა

გარეთ საკმაოდ აცივდა, მაგრამ თუ სუსხს მაინც არ ეპუებით და კვლავ განაგრძობთ ბუნებაში სეირნობას, რათა სრულად დატკბეთ შემოდგომის ოქროსფერი მშვენიერებით და გსურთ, რომ ბუნების ფერთა პალიტრამ თქვენი ბინის ინტერიერიც გაალამაზოს, ცნობილი ფლორისტი ნანა თაყაიშვილი შემოდგომის პატარა დღესასწაულის მოწყობაში დაგეხმარებათ.

საშემოდგომო კომპოზიციისთვის, რომელსაც დღეს შემოგთავაზებთ, ჩვენ გამოვიყენეთ: ფაიფურის ღრმა ლანგარი, ფლორისტული ღრუბელი — „ოაზისი“, თრიმლის, უსურვაზის, ასკილის, კვიდოს (ლიგუსტრუმი) ტოტები (ეს ყველაფერი ქალაქგარეთ თუ ვერ წახვალთ, თბილისის ნებისმიერ პარკშიც შეგიძლიათ ნახოთ), ასევე ვარდების, ქრიზანთემებისა და გეორგინების რამდენიმე ყვავილი.

როგორც ქალბატონი ნანა ამბობს, მსგავსი კომპოზიცია თქვენი გემოვნებით ნებისმიერი სხვა მცენარითაც შეგიძლიათ დაამშვენოთ, მთავარია მონდომება! რაც შეეხება დროს, მსგავსი კომპოზიციის შესაქმნელად მოყვარულ ფლორისტს სულ რაღაც 15-20 წუთი დასჭირდება.

ყველა ახალი ამბავი
0