ტარივერდიევის ხსოვნის საღამო - გამოფენა და კონცერტი თბილისში

გამოწერა

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გამოჩენილი კომპოზიტორის მიქაელ ტარივერდიევის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით გალა-კონცერტი გაიმართა.

საღამოს ფარგლებში, რომლის სახელწოდებაც იყო „მიქაელ ტარივერდიევი. დაიმახსოვრე ეს წამი“, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე გალა-კონცერტი გაიმართა. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს რუსმა და ქართველმა მუსიკოსებმა და მსახიობებმა. მაყურებელმა ასევე იხილა ფრაგმენტები ცნობილი კინოფილმებიდან, რომელთა მუსიკა მიქაელ ტარივერდიევმა შექმნა. ოპერისა და ბალეტის თეატრის ფოიეში გაიმართა კომპოზიტორის ფოტოების, ხელნაწერებისა და აფიშების გამოფენა.

„მე დღეს ბედნიერი ვარ, რადგან ტარივერდიევის სული დღეს აქ ტრიალებს — ამ ქალაქში და ამ თეატრში, სადაც მისი პირველი დებიუტი შედგა. ის ამ ქალაქის ერთგული დარჩა ბოლომდე, რაც ჩვენთვის ძალზე სასიამოვნოა, და ამიტომაც დღევანდელ კონცერტში მონაწილეობას იღებენ როგორც რუსი, ისე ქართველი შემსრულებლები. ამით ჩვენ გვსურს ყველას ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ურთიერთობაში არაფერი შეცვლილა და ჩვენ ერთმანეთთან ბევრი რამ გვაერთიანებს“, — განაცხადა Sputnik-თან საუბრისას კავშირ „რუსკი კლუბის“ პრეზიდენტმა ნიკოლაი სვენტიცკიმ.

საღამოს ორგანიზატორები იყვნენ ტარივერდიევის სახელობის საქველმოქმედო ფონდი და საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი „რუსკი კლუბი“.

ყველა ახალი ამბავი
0